,,მეგობრობა გზად და ხიდად''



პროექტის სახელწოდება: ,,მეგობრობა გზად და ხიდად’’
პროექტის  აქტუალობა: თანატოლებთან ურთიერთობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს მოზარდების პიროვნულ და სოციალურ განვითარებაში.ასაკის მატებასთან ერთად კლასებს შორის იმატა  კონფლიქტურმა სიტუაციებმა გამოიკვეთა ე.წ „ყოჩები“.გაძნელდა ჯგუფური მუშაობის მართვაც.ერთ დღესაც ქუჩაში წავაწყდი მე-8 მე-9 კლასელთა კონფლიქტს. მეორე დღეს კი სკოლაში მშობლები მოვიდნენ და ესაუბრეს ბიჭებს, ჩვენ კი მასწავლებლებს დახმარება გვთხოვეს. ჩემთვის ნათელი გახდა, რომ მოსწავლეებს აქვთ დაბალი სოციალური უნარ-ჩვევები, ამიტომ ვერ ახერხებენ ააგონ და შეინარჩუნონ პოზიტიური ურთიერთობები. როგორ მართონ თავიანთი ემოციები. კლასებს შორის არსებულმა პრობლემებმა მიმიყვანა მოსწავლებთან ერთად პროექტზე მუშაობის იდეამდე.
პროექტში მონაწილენი: ქართული ენისა დალიტერატურის მასწავლებელი,  მე-8,მე-9 კლასის მოსწავლეები, სამოქალაქო განათლების პედაგოგი.
პროექტის ხანგრძლივობა: 3 კვირა. (7.X-25.X.2019წ.)
პროექტის მიზნები:დავეხმარო მოსწავლეებს სოციალური უნარ-ჩვევების ამაღლებაში,როგორიცაა მოლაპარაკება თანამშრომლობა,კომპრომისი,ემოციების კონტროლი,კონფლიკტის გადაჭრის გზა.
ზოგადი განათლების ეროვნული მიზანი:
 იყოსკანონმორჩილი, ტოლერანტიმოქალაქე:
 განუვითარდეს სოციალური და სამოქალაქო კომპეტენციები: კონსტრუქციული თანამშრომლობა, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, შემწყნარებლობა, სხვისი უფლებების პატივისცემა და დემოკრატიული პრინციპების აღიარება.
 ტექნოლოგიური თუ სხვა ინტელექტუალური მიღწევების ეფექტიანად გამოყენება; ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და ანალიზი.
 კომუნიკაცია ინდივიდებთან და ჯგუფებთან
პროექტის ამოცანები:   სამუშაო გეგმის შემუშავება.
·         დავალებების გადანაწილება.
·         ინფორმაციის მოძიება ინტერნეტის საშუალებით.
·         დისკუსია, ფილმის ჩვენება.
·         შეძენილი ინფორმაციების დახარისხება და პრეზენტაციისათვის მზადება .
·         კედლის გაზეთის და ბუკლეტების შექმნა.
·         პროექტის პრეზენტაცია. 
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლებმა შეძლონ ინდივიდებთან და ჯგუფებთან კომუნიკაცია,იყვნენ შემწყნარებლები,იცოდნენ როგორ გამოიყენონ საკუთარი უფლებები და არ შეზღუდონ სხვისი უფლებები.

ადამიანური რესურსი: - მოსწავლეები, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, დამრიგებელი, ქართული ენის მასწავლებელი.
მატერიალური რესურსი: - პროექტორი-1, ტელევიზორი -ეკრანი -3.  ნოუთბუქი-1,  ფოტოები, ვიდეო რესურსი ინტერნეტიდან.












ამოცანების განსახორციელებლად საჭირო საქმინობები:   
 ჩავატარებ მოსამზადებელ სამუშაოებს და განვახორციელებ შემდეგ აქტივობებს:
 ამოცანა 1: პროექტის იდეის გასაცნობად,შევხვდი მოსწავლეებს და მშობლებს, გავესაუბრე პირად საკითხებზე და ვთხოვე დახმარება.
ამოცანა 2:  მოსწავლეებთან და მშობლებთან საუბარი თემაზე ,,ჰორმონების ომი“                                 მასწავლებელი, მოსწავლეები და მშობლები.
ამოცანა3: ინტერვიუ პირად საკითხებზე,  მოსწავლეები შეძლებისდაგვარად გულახდილად უპასუხებენ თანაკლასელთა შეკითხვებს, ერთმანეთს გაიცნობენ სხვადასხვა კუთხით. მასწავლებელი,მოსწავლეები.
ამოცანა4: სტუმრის მოწვევა.       სამოქალაქო განათლების პედაგოგი ისაუბრებს მოსწავლეებთან თემაზე: კონფლიქტი და მისი მოგვარების გზები. გაიმართება კითხვა-პასუხი სტუმარსა და მოსწავლეებს შორის. სამოქალაქო განათლების პედაგოგი, მასწავლებელი, მოსწავლეები.
ამოცანა5: აქტივობების ამსახველი ფოტო-ალბომის შექმნა,რომელიც აისახება პროექტზე. მასწავლებელი, მოსწავლეები.
ამოცანა 6: პროექტის პრეზენტაცია. მასწავლებელი,მოსწავლეები.
ხელისშემშლელი ფაქტორები: პროექტის განხორციელების ეტაპებზე შეიძლება გამოიკვეთოს რისკები და ხელისშემშლელი ფაქტორები
პროექტის შედეგები: მოსწავლები შეძლებენ ინდივიდებთან და ჯგუფებთან კომუნიკაციას, იქნებიან შემწყნარებლები, ეცოდინებათ როგორ გამოიყენონ საკუთარი უფლებები და არ შეზღუდონ სხვისი უფლებები.

პროექტის ხელმძღვანელი - მალინა გაბელაია
ბიუჯეტი: სკოლის წილი
პროექტის ვებ გვერდი/ბლოგი

სამუშაო გეგმა


საპროექტო საქმიანობები
პასუხისმგებელი პირი
ვადები, თვეების მიხედვით
•          სამუშაო გეგმის შემუშავება •  დავალებების გადანაწილება
მოსწავლე
მასწავლებელი
7.X.2019წ.
ინფორმაციის მოძიება
მოსწავლე
მასწავლებელი
8.X.2019წ.
დისკუსია ფილმის ჩვენება

მასწავლებელი
მოსწავლე

11.X.2019წ.
შეძენილი ინფორმაციების დახარისხება და პრეზენტაციისათვის მზადება 

მოსწავლე
მასწავლებელი
14.X.2019წ.
კედლის გაზეთის და ბუკლეტების შექმნა

მოსწავლე

მასწავლებელი
21.X.2019წ.
პროექტის პრეზენტაცია

მოსწავლე
მასწავლებელი

25.X.2019წ.


შეფასება
    პროექტის შუალედური და საბოლოო შეფასება:
მონიტორინგი/ შეფასება
ვის მიერ
როდის
რა კრიტერიუმებით
პირველი შუალედური მონიტორინგი
მასწავლებელი, მოსწავლეები
10.X.2019წ.
პროექტზე მიმდინარეობის პროცესში მოსწავლეებზე დაკვირვების ცხრილი
მეორე შუალედური მონიტორინგი
მასწავლებელი
17.X.2019წ.
პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგი
საბოლოო შეფასება
მოსწავლეები
25.X.2019წ.
პრეზენტაცია


        პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგი:
პროექტის მონიტორინგისთვის საჭირო საქმიანობები
მონიტორინგის ინდიკატორები
თარიღი
1.    ვამოწმებთ მოსწავლეების მიერ მოძიებულ ინფორმაციის სანდოობას
ვამოწმებთ მოძიებული ინფორმაციის, გამოყენებული ლიტერატურის, ინტერნეტსაიტების და სხვადასხვა წყაროების სანდოობას
9.X.2019წ.
2.    ვამოწმებთ პროექტის მიმდინარეობის შესაბამისობას თემასთან
მათ მიერ მოძიებულ ინფორმაციას ვაკავშირებთ თემასთან და ვუკეთებთ ანალიზს
10.X.2019წ.
3.    შედგა თუ არა ჯგუფის წევრებს შორის თანამშრომლობა
ვაკეთებთ ანონიმურ გამოკითხვას ჯგუფის წევრებს შორის
11.X.2019წ.
4.    ართმევენ თუ არა დაკისრებულ მოვალეობებს თავს
ვაკვირდებით მოსწავლეებს, რამდენად ართმევენ თავს დაკისრებულ მოვალეობებს
18.X.2019წ.
5.    იცავენ თუ არა დროის ლიმიტს
ვამოწმებთ პროექტის გეგმაში გაწერილ დროის ლიმიტს
23.X.2019წ.

პროექტის განხორციელების პროცესში მოსწავლეებზე დაკვირვების ცხრილი
დაკვირვების საგანი
კომენტარი
შედგა თუ არა თანმშრომლობა

დიახ

იყვნენ თუ არა მოსწავლეები მოტივირებულნი და რამ განაპირობა მოტივაცია

დიახ

ჰქონდა თუ არა მათ შეხვედრებს პროექტის განხორციელებისას სისტემატური და საქმიანი ხასიათი

დიახ

იყვნენ თუ არა ჯგუფში პასიური მოსწავლეები და რა იყო მათი პასიურობის მიზეზი. იმოქმედა თუ არა პროექტის განხორციელების პროცესმა მათ მოსწრებაზე

მოსწავლეები იყვნენ აქტიურები,პასიურობას ადგილი არ ჰქონია




Комментариев нет:

Отправить комментарий