,, მამების როლი შვილების სასკოლო ცხოვრებაში’’


პროექტის სახელწოდება:  ,, მამების როლი შვილების სასკოლო  ცხოვრებაში’’
პროექტის  აქტუალობა:     მოსწავლეებთან საუბრის დროს აღმოვაჩინე, რომ ბავშვებს უფრო ერიდებათ მამების, არ არიან მათთან გულახდილები, განსაკუთრებით გოგონები. ისინი ირჩევენ დედასთან სიახლოვეს. ბიჭები კი რიგ საკითხებში მამასთან ურთიერთობენ, ხშირად ბაძავენ მათ, მაგრამ არის საკითხები რომელსაც უმალავენ მამას. მაგ; გაკვეთილის არ მომზადება, კონფლიქტი მეგობართან და სხვა.
პროექტში მონაწილენი: მე-8,მე-9 კლასის მოსწავლეები, მასწავლებელი, მშობლები.
პროექტის ხანგრძლივობა: 3 კვირა.( 21.01-08.02.2019წ.)
პროექტის მიზნები:   მამების როლის გააქტიურება სასკოლო ცხოვრებაში. მათი  ჩართვა სხვადასხვა სასკოლო აქტივობებში, დაკარგული კავშირის აღდგენა მამასა და სკოლას შორის, მათი პასუხისმგებლობისა და მოტივაციის გაზრდა.

ზოგადი განათლების ეროვნული მიზანი:
) ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება;
) იყოს შემოქმედი, თავად შექმნას ღირებულებები და არ იცხოვროს მხოლოდ არსებულის ხარჯზე;
) საკუთარი შესაძლებლობებისა და ინტერესების უწყვეტი განვითარება.  ) კომუნიკაცია ინდივიდებთან და ჯგუფებთან;
) იყოს კანონმორჩილი, ტოლერანტი მოქალაქე.
პროექტის ამოცანები:    
  • სამუშაო გეგმის შემუშავება
  • დავალებების გადანაწილება
  • ინფორმაციის მოძიება ინტერნეტის საშუალებით
  • დისკუსია, ფილმის ჩვენება
  • შეძენილი ინფორმაციების დახარისხება და პრეზენტაციისათვის მზადება
  • კედლის გაზეთის და ბუკლეტების შექმნა
  • პროექტის პრეზენტაცია

მოსალოდნელი შედეგები:
 
ადამიანური რესურსი: - მოსწავლეები,  დამრიგებელ,
მატერიალური რესურსი: - პროეტორი-1,  ნოუთბუქი-1, ფოტოები, ვიდეო რესურსი ინტერნეტიდან.

ამოცანების განსახორციელებლად საჭირო საქმინობები:
მოვიწვევ მამებს სკოლაში . ვისაუბრებ თემზე: ,, მამების როლი შვილის ცხოვრებაში’’. ავუხსნით მამებს რამდენად მნიშვნელოვანია მათი როლი შვილის სასკოლო ცხოვრებაში და განვახორციელებ შემდეგ აქტივობებს:    
აქტივობა N1
მოსწავლეების ინიციატივა, მამებისა და მასწავლებლის მოწვევა დისკუსიაზე.
აქტივობა N2
მამები გაეცნობიან პროექტის სამოქმედო გეგმასა და აქტივობას.
აქტივობა N3
მზადება სპორტული შეჯიბრებისთვის ,,მხიარული სტარტები’’.
აქტივობა N4
აუცილებელია რომ ,, მხიარულ სტარტებში’’ მამები და შვილები ერთ გუნდში პარტნიორად გამოდიოდნენ.
აქტივობა N5
მოსწავლეები დაგეგმავენ საღამოს მოწყობას ,,ყველანი ერთად“.
საღამოს კულმინაცია, მამებისა და ქალიშვილების ცეკვა.
აქტივობა N6
მასწავებელი უჩვენებს ფილმს მამებისა და შვილების ურთიერთობაზე.
აქტივობა N7
პიკნიკის მოწყობა ბუნებაში.
      
  ხელისშემშლელი ფაქტორები: პროექტის განხორციელების ეტაპებზე შეიძლება გამოიკვეთოს რისკები და ხელისშემშლელი ფაქტორები. შესასრულებელი დავალებების ვადები, (ალტერნატივა -გამოვიყენებთ ინფორმაციის დამუშავება დახარისხების დროს, ასევე პროექტის პრეზენტაციის დროს  ), მოწვეული მშობლების, სტუმრების დათქმულ შეხვედრებს, დისკუსიის დროს მათი გადატვირთული განრიგიდან გამომდინარე.
პროექტის შედეგები: პროექტით განსაზღვრული მიზნების თანახმად მამები აქტიურად  ჩაებმებიან შვილის სასკოლო ცხოვრებაში. იგრძნობენ თავიანთი საჭიროების აუცილებლობას, გაიაზრებენ თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათი როლი შვილის სასკოლო ცხოვრებაში.
პროექტის ხელმძღვანელი: მალინა გაბელაია
ბიუჯეტი: სკოლის წილი
პროექტის ვებ გვერდი/ბლოგი:


სამუშაო  გეგმა       
საპროექტო საქმიანობები პასუხისმგებელი პირი ვადები თვეების მიხედვით


შეფასება
    პროექტის შუალედური და საბოლოო შეფასება:
მონიტორინგი/ შეფასება
ვის მიერ
როდის
რა კრიტერიუმებით
პირველი შუალედური მონიტორინგი
მასწავლებელი, მოსწავლეები
23.01.2019წ.
პროექტზე მიმდინარეობის პროცესში მოსწავლეებზე დაკვირვების ცხრილი
მეორე შუალედური მონიტორინგი
მასწავლებელი
29. 01.2019წ.
პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგი
საბოლოო შეფასება
მოსწავლეები
8. 02.2019წ.
პრეზენტაცია


        პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგი:
პროექტის მონიტორინგისთვის საჭირო საქმიანობები
მონიტორინგის ინდიკატორები
თარიღი
1.      ვამოწმებთ მოსწავლეების მიერ მოძიებულ ინფორმაციის სანდოობას
ვამოწმებთ მოძიებული ინფორმაციის, გამოყენებული ლიტერატურის, ინტერნეტსაიტების და სხვადასხვა წყაროების სანდოობას
22. 01.2019წ.
2.      ვამოწმებთ პროექტის მიმდინარეობის შესაბამისობას თემასთან
მათ მიერ მოძიებულ ინფორმაციას ვაკავშირებთ თემასთან და ვუკეთებთ ანალიზს
24. 01.2019წ.
3.      შედგა თუ არა ჯგუფის წევრებს შორის თანამშრომლობა
ვაკეთებთ ანონიმურ გამოკითხვას ჯგუფის წევრებს შორის
25. 01.2019წ.
4.      ართმევენ თუ არა დაკისრებულ მოვალეობებს თავს
ვაკვირდებით მოსწავლეებს, რამდენად ართმევენ თავს დაკისრებულ მოვალეობებს
29. 01.2019წ.
5.      იცავენ თუ არა დროის ლიმიტს
ვამოწმებთ პროექტის გეგმაში გაწერილ დროის ლიმიტს
5. 02.2019წ.

პროექტის განხორციელების პროცესში მოსწავლეებზე დაკვირვების ცხრილი
დაკვირვების საგანი
კომენტარი
შედგა თუ არა თანმშრომლობა
დიახ
იყვნენ თუ არა მოსწავლეები მოტივირებულნი და რამ განაპირობა მოტივაცია
დიახ
ჰქონდა თუ არა მათ შეხვედრებს პროექტის განხორციელებისას სისტემატური და საქმიანი ხასიათი
დიახ
იყვნენ თუ არა ჯგუფში პასიური მოსწავლეები და რა იყო მათი პასიურობის მიზეზი. იმოქმედა თუ არა პროექტის განხორციელების პროცესმა მათ მოსწრებაზე
პასიური მოსწავლეები არ იყვნენ, რადგან პროექტზე მუშაობა მათთვის ძალიან საინტერესო და სახალისო იყო.




Комментариев нет:

Отправить комментарий