,,როგორ მოქმედებს საყოფაცხოვრებო ნარჩენები გარემოზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე“


პროექტის სახელწოდება:  ,,როგორ მოქმედებს საყოფაცხოვრებო ნარჩენები გარემოზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე“
პროექტის  აქტუალობა: მოსწავლეებთან საუბრისას შევამჩნიე რომ ბავშვები არ ფლობდნენ ინფორმაციას საყოფაცხოვრებო ნარჩენების უარყოფით თვისებაზე , მის მავნებლობაზე, აგრეთვე მის დადებით თვისებებზე. თუ როგორ შეიძლება გადაკეთდეს საყოფაცხოვრებო ნარჩენები ყოველდღიურ მოთხოვნილების დანიშნულების საგნებად. ამ მიზნით შევკრიბე მე-6 კლასის მოსწავლეები მშობლებთან ერთად, გავესაუბრე გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობის შესახებ სხვადასხვა საკითხზე და გადაწყვიტეს გაეკეთებინათ პროექტი ,,როგორ მოქმედებს საყოფაცხოვრებო ნარჩენები გარემოზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე“.
პროექტში მონაწილენი: VI  კლასი, დამრიგებელი, სკოლის ბიბლიოთეკარი, მშობლები, ხელოვნების მასწავლებელი.
პროექტის ხანგრძლივობა: 3 კვირა. (4.03-22.03.2019)
პროექტის მიზნები:
1.მოსწავლეთა ერთ გუნდად ჩამოყალიბება.
2. მშობელთა აქტიური ჩართვა სასკოლო ცხოვრებაში.
3. მიღებული ინფორმაციის შეგროვება გაგება-დახარისხება.

ზოგადი განათლების ეროვნული მიზანი:
) ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება;
) ბუნებრივი გარემო პირობების შენარჩუნება და დაცვა;
) იყოს შემოქმედი, თავად შექმნას ღირებულებები.
) კომუნიკაცია ინდივიდებთან და ჯგუფებთან;

პროექტის ამოცანები:
  • სამუშაო გეგმის შემუშავება
  • დავალებების გადანაწილება
  • ინფორმაციის მოძიება ინტერნეტის საშუალებით
  • დისკუსია, ფილმის ჩვენება
  • შეძენილი ინფორმაციების დახარისხება და პრეზენტაციისათვის მზადება
  • კედლის გაზეთის და ბუკლეტების შექმნა
  • პროექტის პრეზენტაცია

მოსალოდნელი შედეგები:
·         მოსწავლეებს განუვითარდებათ მოსმენის, მოძიების, დახარისხებისა და ანალიზის უნარი.
·         მოსწავლეები და მათი მშობლები ითანამშრომლებენ ერთმანეთთან არაფორმალურ გარემოში, გაიაზრებენ ერთმანეთის აზრს და მიიღებენ სასურველ შედეგს.
·         მოსწავლეები პროდუქტიულად ითანამშრომლებენ ერთმანეთთან.
·         საერთო საქმის კეთებისას შეძლებენ ერთიანობის და ეთიკური ქცევის დემონსტრირებას.

ადამიანური რესურსი: - მოსწავლეები, დამრიგებელი, ხელოვნების მასწავლებელი, ბიბლიოთეკარი და მშობლები.
მატერიალური რესურსი: - პროეტორი-1,   ნოუთბუქი-1, ქაღალდი, პლასმასის ბოთლები, ერთჯერადი ჭიქები, თეფშები, პოლიეთილენის პარკები, ფოტოები, ვიდეო რესურსი ინტერნეტიდან და სხვა.
ამოცანების განსახორციელებლად საჭირო საქმინობები:
ჩავატარებ მოსამზადებელ სამუშაოებს და განვახორციელებ შემდეგ აქტივობას:.
აქტივობა 1: მინი ლექცია- დისკუსია თემაზე. საყოფაცხოვრებო ნარჩნების უარყოფითი და დადებითი თვისებები. მოსწავლეებში იწვევს დაინტერესებას და პროექტის გაკეთების სურვილს, სადაც ჩრთული იქნებიან მშობლებიც.
აქტივობა 2. მოსწავლეებს და მშობლებს დავავალებ შეაგროვონ პლასმასის, პოლიეთილენის და სხვა ერთჯერადი ნივთები.
აქტივობა 3. მოიძიონ ახალი ინფორმაცია საყოფაცხოვრებო ნარჩენების დახარისხების, გადამუშავების და ხელმეორედ გამოყენების ხერხების შესახებ.
აქტივობა 4. მოსწავლეებს დავყოფ ორ ჯგუფად. I ჯგუფს დავავალებ ინფორმაციის მოძიებას, II ჯგუფს მოძიებულ მასალაზე ფოტო-ვიდეო გადაღებას.


ხელისშემშლელი ფაქტორები: პროექტის განხორციელების ეტაპებზე შეიძლება გამოიკვეთოს რისკები და ხელისშემშლელი ფაქტორები. ყველა მოსწავლე ერთნაირი ინტერსით შეიძლება ვერ ჩაერთოს მუშაობაში. მოხდეს  ტექნიკური რესურსების გაუმართაობა ღონისძიების განხორციელებისასშესასრულებელი დავალებების ვადები,  (ალტერნატივაგამოვიყენებთ ინფორმაციის დამუშავებას დახარისხების დროს, ასევე პროექტის პრეზენტაციის დროს  ).

პროექტის შედეგები:
·         მოსწავლეებს განუვითარდათ მოსმენის, მოძიების, დახარისხებისა და ანალიზის უნარი.
·         მოსწავლეებმა და მშობლებმა ითანამშრომლეს ერთმანეთთან არაფორმალურ გარემოში, გაიაზრეს ერთმანეთის აზრები და მიიღეს სასურველი შედეგი.
·         მოსწავლეებმა პროდუქტიულად ითანამშრომლეს ერთმანეთთან.
·         საერთო საქმის კეთებით შეძლეს ერთიანობის და ეთიკური ქცევის დემონსტრირება.

პროექტის ხელმძღვანელი: მალინა გაბელაია
ბიუჯეტი: სკოლის ბაზაზე
პროექტის ვებ გვერდი/ბლოგი


სამუშაო  გეგმა       
საპროექტო საქმიანობები პასუხისმგებელი პირი ვადები თვეების მიხედვით


სამუშაო  გეგმა       
საპროექტო საქმიანობები პასუხისმგებელი პირი ვადები თვეების მიხედვით


შეფასება
    პროექტის შუალედური და საბოლოო შეფასება:
მონიტორინგი/ შეფასება
ვის მიერ
როდის
რა კრიტერიუმებით
პირველი შუალედური მონიტორინგი
მასწავლებელი, მოსწავლეები
5.03.2019წ.
პროექტზე მიმდინარეობის პროცესში მოსწავლეებზე დაკვირვების ცხრილი
მეორე შუალედური მონიტორინგი
მასწავლებელი
8.03.2019წ.
პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგი
საბოლოო შეფასება
მოსწავლეები
22.03.2019წ.
პრეზენტაცია


        პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგი:
პროექტის მონიტორინგისთვის საჭირო საქმიანობები
მონიტორინგის ინდიკატორები
თარიღი
1.      ვამოწმებთ მოსწავლეების მიერ მოძიებულ ინფორმაციის სანდოობას
ვამოწმებთ მოძიებული ინფორმაციის, გამოყენებული ლიტერატურის, ინტერნეტსაიტების და სხვადასხვა წყაროების სანდოობას
7.03.2019წ.
2.      ვამოწმებთ პროექტის მიმდინარეობის შესაბამისობას თემასთან
მათ მიერ მოძიებულ ინფორმაციას ვაკავშირებთ თემასთან და ვუკეთებთ ანალიზს
11.03.2019წ.
3.      შედგა თუ არა ჯგუფის წევრებს შორის თანამშრომლობა
ვაკეთებთ ანონიმურ გამოკითხვას ჯგუფის წევრებს შორის
15.03.2019წ.
4.      ართმევენ თუ არა დაკისრებულ მოვალეობებს თავს
ვაკვირდებით მოსწავლეებს, რამდენად ართმევენ თავს დაკისრებულ მოვალეობებს
18.03.2019წ.
5.      იცავენ თუ არა დროის ლიმიტს
ვამოწმებთ პროექტის გეგმაში გაწერილ დროის ლიმიტს
21.03.2019წ.


პროექტის განხორციელების პროცესში მოსწავლეებზე დაკვირვების ცხრილი
დაკვირვების საგანი
კომენტარი
შედგა თუ არა თანმშრომლობა

იყვნენ თუ არა მოსწავლეები მოტივირებულნი და რამ განაპირობა მოტივაცია

ჰქონდა თუ არა მათ შეხვედრებს პროექტის განხორციელებისას სისტემატური და საქმიანი ხასიათი

იყვნენ თუ არა ჯგუფში პასიური მოსწავლეები და რა იყო მათი პასიურობის მიზეზი. იმოქმედა თუ არა პროექტის განხორციელების პროცესმა მათ მოსწრებაზე




Комментариев нет:

Отправить комментарий