ჯანსაღი საკვები

პროექტის სახელწოდება:   „ჯანსაღი საკვები”

პროექტის  აქტუალობა:  ბოლო დროს აღმოვაჩინე,რომ გააქტიურდა არაჯანსაღი
                                            საკვების პოპულარიზაცია,როგორც ზრდასრულ
                                            ადამიანებში,ასევე მცირეწლოვან ბავშვებში,რის გამოც
                                             გადავწყვიტე გავახსენო ჯანსაღი საკვების აუცილებლობა
პროექტში მონაწილენი: V- VI კლასის მოსწავლეები, მასწავლებელი, მშობლები,
                                             
პროექტის ხანგრძლივობა:  3 კვირა. (11.XI-29.XI.2019წ.)
პროექტის მიზნები: . მოსწავლეებში ჯანსაღი საკვების მიმართ ცნობიერების
                                       ამაღლება
                                      . მოსწავლეებისათვის ჯანსაღი საკვების მიღების წესის
                                       ჩამოყალიბება
                                      . პროდუქტზე ვარგისიანობის ვადების შემოწმების
                                      ჩვევად დანერგვა
                                   
ზოგადი განათლების ეროვნული მიზანი
                                          .  იყოს  კანონმორჩილი მოქალაქე,
                                          . განუვითარდეს სოციალური და სამოქალაქო კომპეტენციები,
                                           . კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება,
                                           . ტექნოლოგიური თუ სხვა ინტელექტუალური მიღწევების
                                          . ეფექტიანად გამოყენება
                                          .  ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და ანალიზი.

პროექტის ამოცანები: ჩამოუყალიბოს მოსწავლეებს კონსტრუქციული
                                        თანამშროლობის, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება.
                                 ჯანსაღ პროდუქტების საკითხთან დაკავშირებით ლიტერატურის
                                კვლევის შედეგებისა და სტატისტიკის გაცნობა,ინფორმაციის
                              მიწოდება, არსებული მდგომარეობის შესწავლა. ცოდნის,პასუხის
                              მგებლობის გრძნობის,ცნობიერების ამაღლება მოსწავლეებსა და
                             თემში.

მოსალოდნელი შედეგები: ამაღლდება ცოდნა საფრთხეებისა დაგამოწვევების
                           შესახებ,პასუხისმგებლობების გრძნობა.იზრუნებენ ჯანსაღ კვებაზე და
                           მოუწოდებენ სხვებსაც იკვებონ ჯანსაღი პროდუქციით. სხვადასხვა
                           სიუჟეტების ნახვის და დაგეგმილი სახალისო  აქტივობებით
                             შთავაგონო ბავშვებს, რომ ჯანსაღი საკვები  მნიშვნელოვანია.

ადამიანური რესურსი: - მოსწავლეები, მასწავლებლები, დამრიგებლები,  სკოლის სასადილოს მომსახურე პერსონალი  მაღაზიის გამყიდველი
მატერიალური რესურსი: - პროეტორი,  ნოუთბუქი ,ქაღალდი, პრინტერი,ფერადი ფურცლები, ფლომასტერები,წებო, ფოტოები, ვიდეო რესურსი ინტერნეტიდან,
ამოცანების განსახორციელებლად საჭირო საქმინობები:
მოსწავლეებში თემისადმი ინტერესის აღძვრა, პროექტის მიზნებისა და
ამოცანების გაცნობა
         2. ინტერესის გაძლიერებისათვის სხვადასხვა,საინტერესო ვიდეო რგოლის ნახვა
         3.დისკუსიის მოწყობა „რატომ არის მნიშვნელოვანი ჯანსაღი საკვები?“
         4.ექიმთან შეხვედრა,გასაუბრება ჯანსაღი საკვების მნიშვნელობაზე
         5.სკოლაში სხვა მოსწავლეების გამოკითხვის ჩატარება
         6.ბუკლეტის ერთობლივად დამზადება და დარიგება
         7.სხვადასხვა სუპერმარკეტში მისვლა და პროდუქციის ვარგისიანობის დადგენა
         8. მოძიებული და მიღებული ინფორმაციის შეჯამება და თარგმნა
         9.პრეზენტაციის წარდგენა ორ ენაზე(ქართულ-ინგლისურ)
აქტივობა 1. მოსწავლეთა თემისადმი ინტერესის გამო მიზნით დაფაზე დავწერე „მეტი მწვანე=მეტი ჯამრთელობა“ და გავმართეთ დისკუსია,მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია თემამ.თემის უკეთ გასაცნობად  მოსწავლეებს შევთავაზე პროექტზე მუშაობა. შევიმუშავეთ სამუშაო გეგმა, შევქმენით საინიციატივო ჯგუფი,რომელშიც გაერთიანდნენ აქტიური მოსწავლეები და გადავანაწილეთ დავალებები, შევქმენით 2ჯგუფი.
აქტივობა 2. ფილმის ჩვენება- ნაჩვენები იქნება ფილმი Youtube-ს ვიდეო პორტალიდან“. ვიდეოს ჩვენების შემდეგ გავმართეთ დისკუსია,თუ როგორ გაანაწილონ საკვები პროდუქტები, ყვითელ და მწვანე ზონაში.
ასევე ნაჩვენები იყო  ინგლისური ვიდეო “Food Pyramid”,რომელმაც მათ მეტი ინფორმაცია მიაწოდა ჯანსაღი საკვების და პრიორიტეტების შესახებ.
აქტივობა 3. შეხვედრა სკოლის სხვა მოსწავლეებთან. კითხვა- პასუხის რეჟიმით მოსწავლეებმა არგუმენტებით გაამყარეს თავიანთი სათქმელი ჯანსაღი საკვების შესახებ
აქტივობა 4. მოსწავლეები გავიდნენ ახლო მდებარე მაღაზიაში და ჩაატარეს კვლევა პროდუქტის ვარგისიანობის(ეტიკეტირების)შესახებ. მიიღეს ინფორმაციები, გააკეთეს ჩანაწერები.
აქტივობა 5. შეხვედრა ექიმთან,მისგან მოსწავლეებმა მიიღეს ბევრი მნიშვნელოვანი ინფორმაცია „ჯანსაღი საკვების“ შესახებ.სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელის მიერ სემინარის ჩატარება, რომელიც იყო ინფორმაციულად ძალიან საინტერესო და მდიდარი რესურსით.
აქტივობა 6. ფლაერების დამზადება და დარიგება.მოსწავლეებმა დაამზადეს ფლაერები ილუსტრირებული სურათით და ხელით გაკეთებული არგუმენტირებული ჩანაწერებით, სადაც გამახვილებული იყო ყურადღება ,,ჯანსაღ საკვებზე".მოსწავლეებმა დაარიგეს ფლაერები მოსწავლეებსში, მშობლებში და თემში.
აქტივობა 7. ფოტო მასალის თავმოყრა პროგრამაში PowerPoint-ში.
აქტივობა 8. პროექტის პრეზენტაცია მოსწავლეების, მასწავლებლების და მშობლების წინაშე. წარადგინეს საბოლოო პროდუქტი სლაიდ შოუს და კედლის გაზეთის სახით, რომელიც გამოიკრა თვალსაჩინო ადგილას.
ხელის შემშლელი ფაქტორები:  პროექტის განხორციელების ეტაპებზე შეიძლება
                                გამოიკვეთოს რისკები და ხელის შემშლელი ფაქტორები
                      გამოიკვეთოს მაგალითად არ დაგვხვდეს ჩანიშნულ შეხვედრაზე ექიმი.
                      ამ შემთხვევაში აქტივობას შევცვლით მინი-ლექციის ჩატარებით
                    აღნიშნულ თემაზე.
პროექტის შედეგები: პროექტზე მუშაობით მოსწავლეებს განუვითარდათ
                  თანამშრომლობის,დაგეგმვის,ორგანიზების,კვლევის კრიტიკული და
                შემოქმედებითი აზროვნების უნარი. ჯგუფური მუშაობა დაეხმარა
                მოსწავლეებს გადაწყვეტილებების შეთანხმებულად მიღების და
                თანამშრომლობის კულტურის გაუმჯობესებაში.განუვითარდათ გუნდური
              მუშაობის,ინფორმაციის მოძიების,დამუშავების და ანალიზის
               უნარები.გაუღრმავდათ სურვილი კვლავ მიიღონ მონაწილეობა მსგავს
             პროექტებში.
პროექტის ხელმძღვანელი: მალინა გაბელაია
ბიუჯეტი: სკოლის წილი
პროექტის ვებ გვერდი/ბლოგი






                                         

                                           


სამუშაო გეგმა
საპროექტო საქმიანობები
პასუხისმგებელი პირი
ვადები, თვეების მიხედვით
•          სამუშაო გეგმის შემუშავება •  დავალებების გადანაწილება
მოსწავლე
მასწავლებელი
11.XI.2019წ.
ინფორმაციის მოძიება
მოსწავლე
მასწავლებელი
13.XI.2019წ.
დისკუსია ფილმის ჩვენება

მასწავლებელი
მოსწავლე

14.XI.2019წ.
შეძენილი ინფორმაციების დახარისხება და პრეზენტაციისათვის მზადება 

მოსწავლე
მასწავლებელი
15.XI.2019წ.
კედლის გაზეთის და ბუკლეტების შექმნა

მოსწავლე

მასწავლებელი
21.XI.2019წ.
პროექტის პრეზენტაცია

მოსწავლე
მასწავლებელი

29.XI.2019წ.


შეფასება
    პროექტის შუალედური და საბოლოო შეფასება:
მონიტორინგი/ შეფასება
ვის მიერ
როდის
რა კრიტერიუმებით
პირველი შუალედური მონიტორინგი
მასწავლებელი, მოსწავლეები
13.XI.2019წ.
პროექტზე მიმდინარეობის პროცესში მოსწავლეებზე დაკვირვების ცხრილი
მეორე შუალედური მონიტორინგი
მასწავლებელი
20.XI.2019წ.
პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგი
საბოლოო შეფასება
მოსწავლეები
29.XI.2019წ.
პრეზენტაცია


        პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგი:
პროექტის მონიტორინგისთვის საჭირო საქმიანობები
მონიტორინგის ინდიკატორები
თარიღი
1.    ვამოწმებთ მოსწავლეების მიერ მოძიებულ ინფორმაციის სანდოობას
ვამოწმებთ მოძიებული ინფორმაციის, გამოყენებული ლიტერატურის, ინტერნეტსაიტების და სხვადასხვა წყაროების სანდოობას
15.XI.2019წ.
2.    ვამოწმებთ პროექტის მიმდინარეობის შესაბამისობას თემასთან
მათ მიერ მოძიებულ ინფორმაციას ვაკავშირებთ თემასთან და ვუკეთებთ ანალიზს
18.XI.2019წ.
3.    შედგა თუ არა ჯგუფის წევრებს შორის თანამშრომლობა
ვაკეთებთ ანონიმურ გამოკითხვას ჯგუფის წევრებს შორის
19.XI.2019წ.
4.    ართმევენ თუ არა დაკისრებულ მოვალეობებს თავს
ვაკვირდებით მოსწავლეებს, რამდენად ართმევენ თავს დაკისრებულ მოვალეობებს
22.XI.2019წ.
5.    იცავენ თუ არა დროის ლიმიტს
ვამოწმებთ პროექტის გეგმაში გაწერილ დროის ლიმიტს
28.XI.2019წ.

პროექტის განხორციელების პროცესში მოსწავლეებზე დაკვირვების ცხრილი
დაკვირვების საგანი
კომენტარი
შედგა თუ არა თანმშრომლობა

დიახ

იყვნენ თუ არა მოსწავლეები მოტივირებულნი და რამ განაპირობა მოტივაცია

დიახ

ჰქონდა თუ არა მათ შეხვედრებს პროექტის განხორციელებისას სისტემატური და საქმიანი ხასიათი

დიახ

იყვნენ თუ არა ჯგუფში პასიური მოსწავლეები და რა იყო მათი პასიურობის მიზეზი. იმოქმედა თუ არა პროექტის განხორციელების პროცესმა მათ მოსწრებაზე

მოსწავლეები იყვნენ აქტიურები,პასიურობას ადგილი არ ჰქონია













Комментариев нет:

Отправить комментарий